მთელი დღეა მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა. ბორდის წევრები მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს განიხილავენ.
გარდა ამისა, საუბარი იყო მაუწყებლის ევროპის ბიუროს გაუქმებაზე, როგორც ცნობილია, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მაუწყებელს ბრიუსელში ბიურო აღარ ექნება და რეპორტიორთა ჯგუფი, მოვლენების შესაბამისად, სხვადასხვა ქალაქში თბილისიდან მივლინებით გაემგზავრებიან