რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

29 დეკემბერი 2017, 00:00 2768 ნახვა

პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავეა, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლის განმარტებით, რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა.  შეგახსენებთ, რატიანი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. რატიანის პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან აქცია გაიმართა. ხელოვანებმა  რატიანს   სოლიდარობა გამოუცხადეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი