ძლიერი ქარის გამო შეფერხებებია ბათუმის აეროპორტში. ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 18 საათზე უნდა შესრულებულიყო გაუქმდა, მგზავრებმა ბილეთები გადაცვალეს.
დაგვიანებით შესრულდა მინსკისა და კიევის რეისები. მგზავრებს, რომლებიც მინსკში მიფრინავდნენ აეროპორტში ლოდინი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მოუხდათ.