საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები

27 დეკემბერი 2017, 00:00 2394 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები-კვლევას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” აქვეყნებს. რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოში შესული საქმეების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის კლება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წლების განმავლობაში სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსისა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გონივრულ თავსებადობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემურად უნდა შეფასდეს წლების განმავლობაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოსამართლეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.

კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ყოველწლიურად მათ პრემია-დანამატებზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად. ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი