‘’ისლამური სახელმწიფო’’ ახალი წლის ღამეს ტერაქტებით იმუქრება

27 დეკემბერი 2017, 00:00 5197 ნახვა

,,ისლამური სახელმწიფო" ახალი წლის ღამეს საშობაო ბაზრობებსა და დასავლურ ქვეყნებში კლუბებზე თავდასხმებით დაიმუქრა. ახალ შვიდ წუთიან ვიდეოში  თანამებრძოლებს ინგლისურ ენაზე მოუწოდებს, სადღესასწაულო პერიოდში ურწმუნოებზე იერიშები მიიტანონ.

მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკია გამოსახული,  წარწერებით: „ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს... დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ და „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“.

,,დაეშის" მებრძოლი პაპ ფრანცისკეზე თავდასხმის მოწოდებითაც გამოდის. ვიდეო ლონდონში ბანკების აფეთქების და მანქანის ხალხის მასაში შევარდნის იმიტირებულ სცენასაც შეიცავს.

მედიაგამოცემების ინფორმაციით, ვიდეო მუქარის ავტორი ,,ისლამური სახელმწიფოს" აფრიკული ქვედანაყოფია, რომელიც სომალიშია ბაზირებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი