ავარიული 27-ე ბაღი

26 დეკემბერი 2017, 00:00 3351 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში არსებული ვითარების შესახებ. ის რომ ბაღის შენობა მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, ამას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელიც დაეთანხმა. შენობა ექსპლუატაციაში 2013 წელს შევიდა, მას შემდეგ გაურემონტებიათ კიდეც, დღეს კი კედლებზე ისევ ბზარებია.

მერიაში ვარკვევდით დღის განმავლობაში ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც დღევანდელი დასკვნით არასათანადოდ მომზადებულ ნიადაგზე აშენებული შენობა ჩაიბარა. ქალაქის მთავრობაში გვეუბნებიან რომ აღარავინ მუშაობს მერიაში იმათგან ვინც 4 წლის წინ მუშაობდა და ვინც არგუმენტირებულ პასუხს გასცემდა ოპოზიციას და ადამიანებს რომელთა შვილებიც ყოველ დღე დადიან ამ ბაღში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი