გულის ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით გზა გადაიკეტა

25 დეკემბერი 2017, 00:00 6951 ნახვა

აჭარის მთავრობის შენობასთან, სოფელ თხილნარის მკვიდრები საპროტესტო აქციას მართავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები, ემზარ ჩოგაძისთვის გულის ოპერაციის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტს განმეორებითი ქირურგიული ჩარევისთვის, 32 ათასი ლარი ესაჭიროება. ემზარ ჩოგაძეს პირველი ოპერაცია ორი წლის წინ, მთავრობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ჩაუტარდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პაციენტმა  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ზაალ მიქალაძის განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, აღნიშნული საკითხი გამონაკლისის სახით განეხილათ.

გადაწყდა, რომ ემზარ ჩოგაძეს  სამინისტრო 6 ათასი ლარით დააფინანსებს. პაციენტის ოპერაციისთვის თანხას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც გამოყოფს. მინისტრის ინფორმაციით, დაფინანსება საერთო ჯამში 22 ათასი ლარს შეადგენს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი