ბათუმის ნაძვის ხე დღეს 21 საათზე აინთება

25 დეკემბერი 2017, 00:00 4014 ნახვა

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე 21 საათზე საზეიმოდ აინთება. დღეიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები, საღამოს ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი გაიმართება. საახალწლო ღონისძიებები 2 იანვრამდე გაგრძელდება, დღისით 12 საათიდან 17 საათამდე გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი პროგრამა, საღამოს გაიმართება კონცერტები.


საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში სულ 21 ეზოში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე აცხადებს, რომ საახალწლო გაფორმება ქალაქში დასრულებულია.

ამავე კატეგორიაში