ორგანიზაცია “სენი” (CENN) ტყეების ჩეხვის აკრძალვაზე განცხადებას ავრცელებს

22 დეკემბერი 2017, 00:00 3449 ნახვა

ორგანიზაცია “სენი” (CENN) ტყეების ჩეხვის აკრძალვაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია  იზიარებს მთავრობის პოზიციას ტყის სექტორში თვისობრივი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ.

ოფიციალური მონაცებით, აჭარის გამოკლებით,  საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 400 ათასამდე ოჯახი წელიწადში 2 მილიონ 400 ათას კბ.მ-ზე მეტ შეშას მოიხმარს. შეშის მსხვილი მომხმარებელია კერძო სექტორი, საბიუჯეტო ორგანიზაციები და ეკლესია.

გაჩეხილ ტყეებში ვითარდება ეროზიული და წარეცხვითი პროცესები. ხე-ტყის არარაციონალურ მოპოვებასთან ერთად, მოხმარებაც უკიდურესად არაეფექტიანია, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველო, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი