სახელმწიფო ელექტრო სისტემაში აღნიშნავენ რომ საკომპენსაციო, გამოსასყიდი თანხის ოდენობის გაზრდა მხოლოდ სასამართლო გზითაა შესაძლებელი. მათი განცხადებით, ოჯახებისგან საკუთრება დადგენილი სტანდარტით, მთავრობასთან და პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული განსახლების გეგმის მიხედვით გამოისყიდეს.
რაც შეეხება თანხებს, ელექტრო სისტემაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას 7 ლარი სერვიტუტის გადასახადი ჩაერიცხა საკუთრების გამოსასყიდი თანხა კი 20 ლარი იყო. სულიკო გვიანიძის საკითხთან დაკავშირებით კი, ელექტრო სისტემაში აცხადებენ, რომ მას არაერთხელ შეხვდნენ, გამოსასყიდი თანხა კვადრატულ მეტრში 24 ლარი, სერვიტუტის გადასახადი კი 11 ლარი შესთავაზეს.