ვაშინგტონში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 14 მგზავრი. სწრაფმავალი მატარებელი ,,ამთრაქი" ლიანდაგებიდან ხიდზე გავლისას გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი დაღუპულია 6 ადამიანი, 70 კი ჰოსპიტალიზებული. ავარიის დროს მატარებლით 80 მგზავრი და 5-7 ეკიპაჟის წევრი გადაადგილდებოდნენ.
ავტობანზე, სადაც მატარებლის ვაგონები გადავარდა, 7 მანქანა დაზიანდა. ,,ამთრაქი" ამ სარკინიგზო ხაზით პირველად სარგებლობდა, რომელიც სიეტლსა და პორტლენდს შორის გზას 10 წუთით შეამცირებდა. ბოლო მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.