ცვლილება “მაუწყებლობის შესახებ კანონში”-შეხვედრა პრეზიდენტთან

18 დეკემბერი 2017, 00:00 3413 ნახვა

“მაუწყებლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აპროტესტებს. ისინი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ, პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ, აკრიტიკებენ და რისკებზე საუბრობენ. პროექტის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაარსთან დაკავშირებული შესყიდვების შეძენა ტენდერების გარეშე შეეძლება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით კორუფციული გარიგებების რისკს გაზრდის, სარეკლამო დროის გაზრდა და სპონსორობის შესაძლებლობა კი დააზარალებს კერძო ტელევიზიებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მაუწყებელს აქვს სახელმწიფო დაფინანსება.

ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა კომერციული არხების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან. სულ ორი შეხვედრა გაიმართა, გიორგი მარგველაშვილს ცალკე შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა. სწორედ მაუწყებლის მხარდაჭერითაა შემუშავებული ეს პროექტი, რომელსაც არ აქვს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თანხმობა, იგი პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ წარადგინა და პარლამენტმა მეორე მოსმენით ერთი კვირის წინ მიიღო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი