ხანძრის შედეგად ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

18 დეკემბერი 2017, 00:00 3549 ნახვა

ქობულეთში სოფელ ლეღვაში სულიკო რომანაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მოხუცი და ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი შენობას გამთენიისას გაუჩნდა, დამწვარია სახლის სახურავი და მეორე სართული.

ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები აქრობდნენ. ოჯახს ქობულეთის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში ქირით გაიყვანს და ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით სახლის შესაკეთებლად თანხას გამოუყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ - ჯერობით უცნობია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში