აჭარის ჩემპიონატი სათხილამურო სპორტში გოდერძის უღელტეხილზე. შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. მასში ქედლების, გომარდულის და დანისპარაულის სასპორტო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თასის გათამაშების ოთხ ეტაპზე. ტურნირი, აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.