კიევში იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, რომელთა რიცხვი პოლიციის მონაცემებით 5 ათასს ადამიანს შეადგენს, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე მოაწყვეს მსვლელობა, სადაც მიტინგი გაიმართა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა მომიტინგეებს უმაღლესი რადის წინ შეკრებისა და იქ სიმბოლური ბარიკადების აგებისკენ მოუწოდა.
19 დეკემბერს სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტისგან პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტის მიღებას მოითხოვენ. დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტ პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვედრა შესთავაზა. "ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის გადადგომის, მოპარულის დაბრუნებისა და იმის შესახებაც, რომ მათ უკრაინა დატოვონ. ყველა წინა მაიდანი დასრულდა ოლიგარქების რევანშით. ჩვენი რევოლუცია მშვიდობიანია და ოლიგარქი არასდროს იქნება უკრაინის პრეზიდენტი"-განაცხადა სააკაშვილმა.