ბარბარობა

17 დეკემბერი 2017, 00:00 2797 ნახვა

ბარბარობის სადღესასწაულო წირვა შესრულდა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება მამა შიომ აღავლინა. გადმოცემის თანახმად წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, ბარბარეს სურვილმა მამა განარისხა.

მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. წმინდა ბარბარეს თავი მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. წმინდა დიდმოწამე ბარბარე  ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან. წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი