ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებმა აგროსერვისცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაიარეს. 6 თვის განმავლობაში სტუდენტებმა სასათბურე და თანამედროვე მეურნეობაში მუშაობის პრაქტიკული მეთოდები შეისწავლეს. მათ დღეს სერთიფიკატები გადაეცათ. სტაჟირების დროს შესრულებული სამუშაოების შესახებ პარალელურად სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.