ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესებზე ადვოკატები აღარ დაიცავენ

14 დეკემბერი 2017, 00:00 2111 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების ორგანიზატორობაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დღეს ბრალდებულმა უარი თქვა, ადვოკატების მომსახურებაზე და მოსამართლეს მათი აცილების თხოვნით მიმართა. ჩხვირკიას განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიზებულია. დღეს დაცვის მხარის მიერ, კონკრეტულად კი ჩხვირკიას ადვოკატების მიერ წარდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ.

ერთ-ერთი იყო ,,ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა, რომ 11-12 მარტის მოვლენები იყო სოციალური პროტესტი  და მას  ორგანიზატორი ვერ ეყოლებოდა. დღესვე გამოიკითხნენ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრიც. ასევე ჩხვირკიას მეგობარი, რომელიც ბრალდებულთან ერთადაც ბათუმში იმ ღამით ჩამოვიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი