საკონსტიტუციო სასამართლო ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს” სარჩელს განიხილავს. დავის საგანია მთავრობის 2014 წლის 117-ე დადგენილების ნაწილი, რომელიც შიიტებსა და სუნიტებს გაერთიანებას ავალდებულებს. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილებით მსგავს მოთხოვნა არ აქვს, მართლმადიდებლურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ-სამოციქულო ეკლესიას, რაც დისკრიმინაციულია.