''ევროპარლამენტის მოდელირება 2017'' დასრულდა. მონაწილეებმა პროექტის დასკვნით დღეს სარეზოლუციო პროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაეგზავნება.
მოდელირების ''საუკეთესო დელეგატი'' სტრასბურგში ევროპარლამენტში გაემგზავრება. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 14-დან 25 წლამდე 250 დელეგატი მონაწილეობდა. დელეგატებს სიტყვით მიმართა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა.