5 აფეთქება 5 წელიწადში

11 დეკემბერი 2017, 00:00 5015 ნახვა

ვისი  მხრიდან ირღვევა უსაფრთხოების ნორმები, ეს არიან მოქალაქეები,  თუ გაზის კომპანიის შესაბამისი სამსახურები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მსგავსი შემთხვევების სიმრავლე ნათლად აჩვენებს იმას, რომ ამ სფეროში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არაა დაცული. როგორ იქცევა მსგავსი შემთხვევბის დროს ხელისუფლება? როგორ ეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებს?

გასულ წელს 2 აფეთქება იყო ბათუმში, უფრო ადრე კი მასშტაბური იყო 2012 წლის 4 აპრილი, მაშინ აფეთქების შედეგად ლერმონტოვის ქუჩაზე 15-მდე ადამიანი დაშავდა და 150-მდე საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. მსხვერპლით დასრულდა ზაფხულში მომხდარი შემთხვევა, აფეთქდა თხევადი გაზის მოძრავი სადგურს. გენერალ აბაშიძის ქუჩაზე 2 სახლი სრულად დაინგრა, 2 კი დაზიანდა. სახლების აღსადგენად რეგიონის მთავრობამ, შესაბამისი თანხა ქალაქის მერიას გადასცა, მერიამ კი ფული და სახლების პროექტები დაზარალებულებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი