კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა

11 დეკემბერი 2017, 00:00 3123 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურასპაულმა ხმების 80% მიიღო, შიო ხეცურიანმა კი, რომელმაც დღეს კანდიდატურა მოხსნა, ხმების - 2%. გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღემდე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იყო. არჩევნებში 34 დელეგატიდან მონაწილეობა 27-მა მიიღო.

ამავე კატეგორიაში