ტურისტების გადაადგილება შსს-მ უზრუნველყო

26 ივნისი 2016, 00:00 2792 ნახვა

შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მივავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ამავე კატეგორიაში