შედგა თუ არა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ამ საკითხზე კითხვებს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით შემოიფარგლება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს კი მიაჩნია, რომ უკრაინას იმ შეცდომების საზღაურის გადახდა უწევს, რაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას გულისხმობს. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით კი სააკაშვილის დაკავება ექსტრადირების საკითხს არ ეხება.