შეხვედრა” ლიდერ გოგონათა ბანაკის” წევრებთან

09 დეკემბერი 2017, 00:00 2289 ნახვა

,,ლიდერ გოგონათა ბანაკის’’ წევრებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კაპიტანი და  ნასას ყოფილი ასტრონავტი შეხვდა.   ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’- ჰაიდი ფაიფერმა მის ცხოვრებასა და კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ,  თუ რა გზის გავლა უწევს   ქალს წარმატებისა და თანასწორობის მისაღწევად, რა პრობლემები ხვდება და როგორ უნდა გადაჭრა ისინი.  ახალგაზრდებს კაპიტანმა  არაერთი რჩევაც მისცა. ამერიკელი ასტრონავტი ქალი 5 კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი იყო, ნასაში მუშაობის დროს რამდენიმე კოსმოსურ მისიაში მონაწილეობდა.  შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.    

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი