უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმის სამართლიანი გამოძიების გარანტიას იძლევა და ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების დამატებითი ექსპერტიზის გამოყენებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრას კი პროტესტის ტალღა მოჰყვა ინდონეზიასა და მალაიზიაში, ირანსა და თურქეთში.
დასავლეთ სანაპიროზე ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე პალესტინელებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა მეხუთე დღეა ვერ ხერხდება. ევროპაში კი პოლიტიკური ძვრებია. ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ე.წ. ,,ბრექსიტზე" შეთანხმებას მიაღწიეს. დღესვე თანამდებობა დატოვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მთავარი უცხოეთში – ვნახოთ მოკლე მიმოხილვა.