პრემიერი ციხისძირში სასტუმრო "Castello Mare"-ს გახსნას დაესწრო

26 ივნისი 2016, 00:00 4539 ნახვა

პრემიერ-მინისტრი გუშინ სასტუმრო "Castello Mare" ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო. 5-ვარსკვლავანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბათუმიდან 17 კილომეტის დაშორებით, სოფელ ციხისძირში მდებარეობს, მასში 25 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ის 90 ნომრისგან შედგება, მასში განთავსებულია ასევე 1 ვილა, 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტი. აქ სტუმრებს 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურას შესთავაზებენ. გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალურ პირები დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში