ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

07 დეკემბერი 2017, 00:00 2669 ნახვა

საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ. ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მადლიერებას გამოხატავს, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. მინისტრებმა საქართველო-ნატოს მიმდინარე თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, მათ შორის 2019 წლისთვის დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების გზაზე. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს საქართველოს, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს.

„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი აღრმავებს ურთიერთობას საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს  ძალები საქართველოს ტერიტორიიდან” – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი