57 ობიექტი შეამოწმა მხოლოდ ნოემბერში სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ. აქედან ერთი, რომელიც მაღალ რისკს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობას დროებით დახურეს. ზაფხულის განმავლობაში ასე სულ 33 კვების ობიექტს ჰქონდა წარმოების უფლება დროებით შეჩერებული.
მეორე კვარტალთან შედარებით, შემოდგომაზე აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დარღვევები მრავლად ფიქსირდება.