ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დაიხურა

06 დეკემბერი 2017, 00:00 2434 ნახვა

ყველაფერი რაც აქამდე უთქვამს და არ უთქვამს – მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ვრცელი წერილი საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გაცხადებული პოზიცია, რომ არ ენდობა მართლმსაჯულებას. ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დამნაშავედ ცნობილმა მამალაძემ, დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ ეღიარებინა თითქოს პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა, ასევე სთხოვდნენ თანამონაწილეებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის დასახელებას.

წერილში მსჯავრდებული პროკურატურის მხრიდან საზოგადოების განწყობით მანიპულაციასა და მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ჰყვება ფაქტების, მოვლენების შესახებ, ციტირებს განცხადებებს – მოკლედ პატიმრობაში მყოფმა გიორგი მამალაძემ დღეს 10 თვიანი საგამოძიებო პროცესი შეაჯამა, მისი პოზიცია სააპელაციო სასამართლოს პირველ სხდომაზე დააფიქსირა და დარბაზი დატოვა, მომდევნო სხდომები მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დახურულ ფორმატში ჩატარდება. რას აცხადებენ პროკურატურაში, ასევე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი