მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი საზაფხულო თეატრში გაიმართა. გასართობი შოუ პროგრამა მაყურებელს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა შესთავაზეს. შესრულდა ფოლკლორული ნომრებიც. პროფესიული დღე დარბაზში შეკრებილ აკადემიის სტუდენტებს ნიკო ბერიძემ მიულოცა და მათთვის ცნობილი სიმღერების ქავერები შეასრულა.