"ვიცავ ადამიანს, რომელიც მიმალვაში კი არ არის, ვერ ხერხდება მისი მოძიება" - განცხადება ჟურნალისტებთან იმ არასრულწლოვანის ადვოკატმა გააკეთა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით მიმალვაშია. იგი ბრალდებული არასრულწლოვანის მკვლელობაში და ბრალი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ წაუყენეს.
ადვოკატი სოფო ჯაფარიძე დღეს სასამართლო პროცესზე ითხოვდა, რომ მიმალვაში მყოფი არასრულწლოვანი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა მოსამართლეს. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1 დეკემბერს, ორი არასრულწლოვანი, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ცივი იარაღით მოკლეს. საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვანია, რომლებმაც, სავარაუდოდ, მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს მოზარდებს, რომელიც შეუსაბამო აღმოჩნდა სიცოცხლისთვის.
ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორე სრულწლოვანი კი მიმალვაში იმყოფება.
დღეს, პოლიციამ დამატებით სამი სრულწლოვანი დააკავა, მათ ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებათ.