„მასზე დღემდე საუბრობს საქართველო“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება ქობულეთში ცნობილ ბიბლიოფილს მამია ხარაზს მიეძღვნა. წაიკითხეს ამონარიდები მისი შემოქმედებიდან. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას.
მამია ხარაზი საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების ბიბლიოფილთა საბჭოს თავმჯდომარე, წიგნის მოყვარულთა მსოფლიო კონგრესისა და სერგეი ესენინის საზოგადოება „რადუნიცას“ წევრია. იგი რამდენიმე კვლევის ნაშრომის, და წიგნის ავტორია. მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში 50 000 - უნიკალური წიგნია დაცული.