“აუცილებელია შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალში” -პატრიარქი

03 დეკემბერი 2017, 00:00 2320 ნახვა

,,აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს’’- სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეს განცხადება რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარიტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. მისალოცი  სიტყვა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე განთავსდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი