ეროლ ავგორენი: ''გარდაცვლილების ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ''

29 ნოემბერი 2017, 00:00 24778 ნახვა

''სასტუმროლეოგრანდის“ მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა”-ხუთვარსკვლავიანი  სასტუმროს მფლობელი განცხადებას ავრცელებს:  

„ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს  მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია’’. 

სასტუმრო ‘‘ლეოგრანდის’’ მფლობელი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირებს მადლობას უხდის. 
‘’ამ მწუხარების ჟამს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები’’. 

ეროლ ავგორენი თურქულ მედიაში გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება. ‘’მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მე-6 სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა’’ -  ნათქვამია განცხადებაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში