სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს 5 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ომბუდსმენის ანგარიში შეეხება უჩა ნანუაშვილის და აპარატის 5 წლის საქმიანობას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით, ასევე იმას, თუ რა გაკეთდა, რამდენი ანგარიში მომზადდა და რამდენი რეგიონული ოფისი გაიხსნა.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.