ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ განაცხადა, რომ მაშინ როცა სასტუმრო ლეოგრანდის პროექტს განიხილავდა მერია, თვითმმართველ ორგანოს კანონი არ ავალდებულებდა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით პროექტის გადამოწმებას.
ახალაძის ინფორმაციით, მაშინ არც პროექტის ავტორს ჰქონდა ვალდებულება ამ მიმართულებით რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია წარმოედგინა.