სახალხო დამცველის სავარაუდო კანდიდატები

24 ნოემბერი 2017, 00:00 2179 ნახვა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას მოუსმინოს ყველა კანდიდატს. კოჟორიძის განცხადებით, ეს ჯანსაღი და კონკურენტული პროცესი მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი შეარჩიოს.

მესამე სექტორმა პარლამენტს მომდევნო ომბუდსმენის პოსტზე შესარჩევად 4 კანდიდატი შესთავაზა. ესენი არიან: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე. უჩა ნანუაშვილს ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში აირჩევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი