ბათუმში 12 ათასი აბონენტი გათიშულია

24 ნოემბერი 2017, 00:00 6279 ნახვა

მემედ აბაშიძის ქუჩა, ცხაკაიასა და ფარნავაზის ქუჩები, მოსკოვისა და აღმაშენებელის ტერიტორია - ბათუმში თითქმის ყველა ქუჩაზე გაზმომარაგების პრობლემებია. აბონენტები აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება შეუწყდათ.

''სოკარ ჯორჯიაში'' აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბათუმში 12 ათასი აბონენტია გაზის გარეშე, თუმცა ამტკიცებენ, რომ გაზის მიწოდების პრობლემა ინდივიდუალურია და ქუჩის ყველა აბონენტი ქსელიდან არ გათიშულია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ "ტემპერატურის ვარდნის გამო, გაზმომარაგებაზე მოთხოვნა გაიზარდა დილიდან, ამიტომ წნევა დავარდა და აბონენტების ნაწილს, სხვადასხვა ქუჩებიდან გამოერთოთ გამათბობლები''.

სოკარ ჯორჯიაში ამბობენ, რომ აბონენტების საჩივრები დაფიქსირებულია ცხელ ხაზზე და ინდივიდუალურად, დილის 8 საათიდან დაიწყება პრობლემის მოგვარება.

კომპანიაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანში მოხდა ავარია, რამაც გაზმომარაგებაში შექმნა ნაწილობრივ პრობლემა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, გაზის მოწოდება აზერბაიჯანიდან აღდგენილია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი