ესტაკადის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტროს 4 ჰექტარი მიწა გადასცა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2841 ნახვა

ბათუმის საკრებულომ ესტაკადის მშენებლობისთვის 4 ჰექტარი მიწა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. გადაწყვეტილება ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს მიიღო. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების ეს რაოდენობა ესტაკადის მშენებლობისთვის საჭირო არ არის და მერიას აუქციონი უნდა გამოეცხადებინა.

ოპოზიციის არგუმენტები არ გაითვალისწინა უმრავლესობამ,  "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკითხს იმ მოტივით დაუჭირეს მხარი, რომ ესტაკადის მიმდებარედ სხვა საჭიროებებისთვის მოხდება მიწის ათვისება. 

ბათუმის შემოსასვლელში, ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297 ათას 410  ლარი დაიხარჯება. იგი ბათუმის პორტთან, ზუსტად იმ ადგილას უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა. ის ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. წლების განმავლობაში, პორტიდან გამომავალი მატარებელი ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობას ზღუდავდა.

ესტაკადის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ 320 დღეში უნდა დაასრულოს. 

ამავე კატეგორიაში