3 საათზე მეტია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს სრულდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა. პროკურატურამ დღეს ტელეკომპანიებიდან ამოღებული ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა, სადაც მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ინტერვიუები ჩაწერილი აქციის მიმდინარეობისას.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ ვიდეოებში არ ჩანს ბრალდებულების მხრიდან არც მოწოდებები და არც დანაშაულებრივი ქმედებები და მიაჩნიათ რომ ვიდეო მტკიცებულებები ბრალდებულების ნაწილში უსაფუძვლოა. დღევანდელ პროცესს არ ესწრება მერაბ ღოღობერიძე. მან სასამართლო ცნობის სახით ამცნო რომ მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გარდა ამისა დღეიდან ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას ინტერესებს კიდევ ერთი ახალი ადვოკატი ლევან დავითაია დაიცავს.