სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რამდენიმე რამდენიმე წუთში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქველმოქმედო კონცერტი დაიწყება.
კავკასიაში პირველი, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ჩვენი არხი უერთდება. მაუწყებელი საკუთარ იუბილეს ქველმოქმედებით აღნიშნავს და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად კონცერტს მართავს.