წინასწარი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. ისნის გამგეობის ინფორმაციით, აღწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ჯამში, 72 ოჯახი ცხოვრობს. სპეცოპერაციის ფარგლებში იყო ორმხრივი სროლა, აფეთქებები, რამაც კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე მდებარე ბინებში რამდენჯერმე ხანძარიც გამოიწვია.