თავისუფალ ჭიდაობაში ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირი ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები 12 წონით კასტეგორიაში შეეჯიბრნენ.
ცნობილი ქართველი მოჭიდავის და მწვრთნელის სახელობის ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები თასებით მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.