ხელვაჩაურის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ 15 საათზე დაიწყება. სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის და ის არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ვახტანგ შამილაძე წარუძღვება.
ხვალვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებსაც. 26 წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6, „პატრიოტთა ალიანს“ 2 და „ევროპული საქართველო“ ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი.