სასამართლო სახალხო დამცველს გამოეხმაურა

16 ნოემბერი 2017, 00:00 2941 ნახვა

სახალხო დამცველმა უჩა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.  
 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მონიტორინგისას დაფიქსირდა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც განაჩენის გამოტანაზე იმოქმედა.

ნანუაშვილის თქმით, დარღვევები ძირითადად გამოძიების ეტაპზე ფიქსირდებოდა, თუმცა სასამართლო ეტაპზე ამ დარღვევების გამოსწორება არ მომხდარა. ომბუცმენის თქმით, თუკი სააპელაციო სასამართლო ყველა მტკიცებულებას შეაფასებს, შესაძლებელია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალოს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი