გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმში მომუშავე გიდებისთვის ტრენინგებს ატარებს. ყურადღება ექცევა ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, ეთნოგრაფიას.
სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების მოწყობას. წლის ბოლომდე გიდების მომზადების პროგრამით 100-მდე გიდი გადამზადდება.