შვედეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და საკუთარ პოზიციას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც დააფიქსირებენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. მათ მიხეილ ჯანელიძე შეხვდა. მინისტრის შეფასებით, ბრიუსელის სამიტამდე ათი დღით ადრე, ეს ვიზიტი მხარდაჭერის გამოხატულებაა.