ახალ მინისტრები მუშაობას შეუდგნენ

14 ნოემბერი 2017, 00:00 2301 ნახვა

მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას შეუდგნენ. ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. მისი თქმით, უწყებაში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება. მინისტრმა მოადგილეებისაგან საჭირო ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, საკადრო ცვლილებების შედეგად 6 მინისტრი შეიცვალა. ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი