საქართველო შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ მეღვინეობის სამშობლოდ. მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოში ქვის ხანაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას გამოცემები ,,სიბიესი", ,,საიენსი", ,,გარდიანი", ,,ნიუ იორკ თაიმსი" და ,,ბიბისი" ავრცელებენ.
ახალ ერთობლივ კვლევაში ქარტველი და უცხოელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფერმენტირებული ყურძნის სასმელებს რეგიონში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ამზადებდნენ“, რაც 1000 წლით აღემატება ღვინის წარმოების დაწყების პერიოდად ამჟამად მიჩნეულ თარიღს.
ვარაუდი ეფუძნება თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ორ სოფელში, ჩატარებულ გათხრებს. აღმოჩენილია დიდი ოდენობით კერამიკის ნამსხვრევი, რაც მკვლევართა აზრით, დოქებს წააგავს.